სამცხე–ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტს ლევან ხარაბაძე უხელმძღვანელებს
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამცხე–ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტს ახალი დირექტორი ჰყავს.
სამცხე–ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი დირექტორი ავთანდილ გალდავა, სამეგრელოს პოლიციის დეპარტამენტში გადაიყვანეს.
2019 წლის 2 ოქტომბრიდან დღემდე, დირექტორის მოვალეობას ბესიკ ჭაღიაშვილი ასრულებდა.