უგულავასა და გაბაშვილს თავს დაესხნენ – შსს-მ გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო
„ევროპული საქართველოს“ ლიდერებს გიგი უგულავასა და გოკა გაბაშვილს თავს დაესხნენ. ამის შესახებ ინფორმაცია თავად პარტიამ გაავრცელა.
მათი ცნობით, უგულავასა და გაბაშვილთან ორი უცნობი პირი მაშინ მიიჭრა, როცა ისინი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში იმყოფებოდნენ.
მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, შს სამინისტრომ გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო. როგორც უწყებაში აცხადებენ, უგულავა, გაბაშვილი და ინციდენტში მონაწილე კიდევ ორი პირი საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში იმყოფებიან.
მათივე ცნობით, ჯერჯერობით დაკავებული არავინაა და საქმეზე მოკვლევა მიმდინარეობს.