“თავისუფალი მედია შეზღუდვების გარეშე” – ქუთაისში ჟურნალისტებმა აქცია გამართეს

ქუთაისში მოქმედმა მედიასაშუალებების წარმომადგენლებმა აქცია გამართეს. ისინი ადგილობრივ თვითმართველობას მოუწოდებენ, რომ აკრედიტაციები დაუშვამ, რადგან ერთჯერადი საშვები მათთვის მოუხერხებელია.

- რეკლამა -

- რეკლამა -

“შევიკრიბეთ იმისათვის, რომ საშვთა სისტემა გავაპროტესტოთ. შენობაში, სადაც მერია, საკრებულო და იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციაა განთავსებული, ფიზიკურად შეუძლებელია ყოველდღიურად საშვების წერა. ჩვენ ვითხოვთ აკრედიტაციის დამზადებას, რომელიც იქნება რამდენიმეწლიანი, განახლებადი. ეს მისაღები ფორმაა”, – განაცხადა ჟურნალისტმა თათა კაჭკაჭიშვილმა.

ქუთაისის მერიის ადმინისტრაციაში კი ამბობენ, რომ ჟურნალისტებს პროფესიული საქმიანობის განხორციელებაში ხელი არასდროს შეშლიათ და არც მომავალში შეეშლებათ.

“არანაირ შეზღუდვაზე საუბარი არ არის მედიის გადაადგილებაზე. ქუთაისის მერიაში არანაირი შეზღუდვა არაა, არც ყოფილა აქამდე და არც ექნებათ ჟურნალისტებს. პრესსამსახურთან შეთანხმებით ამობრძანდებით რა დროსაც გინდათ, თქვენს საქმიანობას შეუფერხებლად განაგრძობთ. პრესსამსახურს ექნება ჟურნალისტების სია, დაუკავშირდებით მას და ნებისმიერ დროს შეძლებთ ამოსვლას”, – განმარტა ლევან კინწურაშვილმა.

ცნობისთვის, გუშინ მერიის შენობაში შეხვედრაზე მისული მედიის წარმომადგენლები დაცვამ გააჩერა და პრესსამსახურის ჩარევის გარეშე ჟურნალისტებმა შეხვედრაზე შესვლას ვერ მოახერხეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები