ესტონელი პოლიტიკოსი: პარიზის შეხვედრას შედეგი არ მოჰყოლია – შეხვედრის შედეგად არა კონფლიქტის დასრულება, არამედ მისი გაყინვა იქნება შესაძლებელი

ესტონეთის პარლამენტის საგარეო საქმეთა საკითხთა კომისიის თავმჯდომარის მარკო მიხკელსონის თქმით, „ნორმანდიული ოთხეულის“ შეხვედრას უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში შექმნილ ვითარებაზე არანაირი გავლენა არ მოუხდენია.

„პარიზის შეხვედრას პრინციპული ცვლილება არ მოუტანია. რუსეთმა ცალსახად გაუსვა ხაზი იმას, რომ უკრაინაში აგრესიულ პოლიტიკას გააგრძელებს. ტყვეების გაცვლასა და ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმება, ტექნიკური ნაბიჯები მგონია, აბსოლუტურ მინიმუმად, რომლის მიღწევა ამგვარ შეხვედრაზე შესაძლებელია“,- განაცხადა მიხკელსონმა.

მისი თქმით, რუსეთის პოზიციაში პრინციპული ცვლილება არ დაფიქსირებულა.
„უკრაინის მხრიდან კი, პრეზიდენტ ზელენსკიზე დიდი წნეხი იყო, თუმცა ის მისმიერვე გავლებულ „წითელ ხაზებს“ არ გადასულა და განაცხადა, რომ არც ყირიმი და არც აღმოსავლეთ უკრაინა კომპრომისის საგანი ვერ იქნება“,-აღნიშნა პოლიტიკოსმა.

მარკო მიხკელსონი თვლის, რომ მაქსიმუმი რისი მიღწევა იქნება შესაძლებელი შეხვედრის შედეგად არა კონფლიქტის დასრულება, არამედ მისი გაყინვაა.

„ბევრ უკრაინელს შეიძლება მოეჩვენოს, რომ ამ ეტაპზე კონფლიქტის გაყინული ფაზა უკეთესია. შესაძლებელია, ზელენსკის მთავარი მიზანია – ტყვეების გაცლა და ცეცხლის რეალური შეწყვეტა. მაგრამ, წინა 5-მა წელიწადმა აჩვენა, რომ ყველა შეთანხმება ირღვევა იმ ძალების მიერ, რომლებიც დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების ოკუპაციას ახდენენ“,- აღნიშნა მიხკელსონმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები