“ჯგუფი ,,კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეს ნათლულები“ არ არის საპატრიარქოს მიერ შექმნილი და არც ის არის ცნობილი, ვინ გამოიყენა პატრიარქის ნათლულების სახელი და შექმნა აღნიშნული ჯგუფი” – საპატრიარქო
“ბოლო პერიოდში სოციალურ ქსელში გამოჩნდა ჯგუფი ,,კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეს ნათლულები“, სადაც იდება სხვადასხვა სახის ინფორმაცია. გვსურს გაცნობოთ, რომ ეს გვერდი არ არის საპატრიარქოს მიერ შექმნილი”, – ამის შესახებ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში წერია.
საპატრიარქოს ცნობით, მათთვის არც ის არის ცნობილი, ვინ გამოიყენა პატრიარქის ნათლულების სახელი და შექმნა აღნიშნული ჯგუფი.
“გიზიარებთ დღესდღეობით არსებულ საპატრიარქოს მიერ შექმნილ ნათლულთა გვერდის ლინკს – https://www.facebook.com/patriarqisnatlulebi“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.