დაბა ნასაკირალში ახალი ამბულატორიის მშენებლობა მიმდინარეობს

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ნასაკირალში ახალი ამბულატორიის მშენებლობა მიმდინარეობს.

ახალი სამედიცინო პუნქტები შენდება ჭანიეთში, ნასაკირალში, გურიანთასა და კონჭკათში, ხოლო რეაბილიტაცია უტარდება ნატანების, ნარუჯის, ბაილეთის, შემოქმედის, ურეკისა და ბოხვაურის ამბულატორიებს.

პროექტის ჯამური ღირებულება 794 118 ლარს შეადგენს. მშენებლობები ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დაფინანსდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები