ოკუპირებულ აფხაზეთში გატაცებაში ეჭვმიტანილი ე.წ. პრეზიდენტობის კანდიდატი დააკავეს
სოხუმის ე.წ. საქალაქო სასამართლომ ყოფილ ე.წ. პრეზიდენტობის კანდიდატს არტურ ანქვაბს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა მიუსაჯა.
ანქვაბი არმენ გრიგორიანის გატაცებაშია ეჭვმიტანილი. გრიგორიანი 24 ნოემბერს გაიტაცეს. ის ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების ფარგლებში, გუდაუთის რაიონში, მხოლოდ 1 დეკემბერს იპოვეს. ანქვაბის გარდა, გატაცებაში ეჭვმიტანილი კიდევ რამდენიმე პირია დაკავებული.