ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეამ უარი თქვა ოპოზიციის მოთხოვნაზე, რეზოლუციაში გაკეთებულიყო ჩანაწერი საქართველოში პოლიტპატიმრებისა და პოლიტიკური კრიზისის შესახებ

ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეამ უარი თქვა ოპოზიციის მოთხოვნაზე, რეზოლუციაში გაკეთებულიყო ჩანაწერი საქართველოში პოლიტპატიმრებისა და პოლიტიკური კრიზისის შესახებ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გუგული მაღრაძემ განაცხადა.

- რეკლამა -

- რეკლამა -

მაღრაძის თქმით, ოპოზიციის მოთხოვნა იყო, რეზოლუციაში ასახულიყო, რომ ქვეყანაში კრიზისი გამოიწვია მმართველი გუნდის მიერ მიღებულმა გადაწყვეტილებამ პროპორციული სისტემით არჩევნების ჩატარების თაობაზე.

დეპუტატის განცხადებით, რეზოლუციაში ჩაიწერა, რომ ევრონესტში შემავალმა ყველა ქვეყანამ საპარლამენტო ზედამხედველობა უნდა გააძლიეროს.

„აღნიშნეს, რომ საქართველოში გამოხატვის თავისუფლება ერთ-ერთი მაღალია ევრონესტის ქვეყნებში. ამიტომ, ამაზე ხაზგასმა არ არის საჭირო. რაც შეეხება პოლიტიკურ პატიმრებს, ითქვა, რომ ისინი არავის უღიარებია პოლიტიკური პატიმრებად, ისინი არიან ადამიანები, რომლებმაც დაარღვიეს კანონი და ადმინისტრაციულ სასჯელს იხდიან. ასე რომ, ევრონესტის ასამბლეამ არ გაიზიარა არც ეს რეზოლუცია, რომელიც ჩვენმა ოპოზიციამ და მათმა პარტნიორმა ევროპარლამენტის რამდენიმე დეპუტატმა შეიტანა”,- განაცხადა გუგული მაღრაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები