მამუკა მდინარაძე: მაჟორიტარ დეპუტატებსა და მმართველი გუნდის დანარჩენ წევრებს შორის ცალკეულ პოზიციებზე თანხმობის მიღწევა მოხერხდა

0

მაჟორიტარ დეპუტატებსა და მმართველი გუნდის დანარჩენ წევრებს შორის ცალკეულ პოზიციებზე თანხმობის მიღწევა მოხერხდა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, გადაწყვეტილება საბოლოო ტექნიკური დეტალების შეჯერების შემდეგ გახმოვანდება.

“ჩვენ დღეს ვილაპარაკეთ სამ თემაზე: პირველი თემა შეეხებოდა გუნდის უმრავლესობის, პარტიის თავმჯდომარისა და ჩვენს შეთავაზებას იმ მაჟორიტარების მიმართ, რომლებიც ცდილობენ, რომ დაიწყონ ხელმოწერების შეგროვება სრულად მაჟორიტარულ სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით. ჩვენ დღეს შეთანხმებაზე საბოლოოდ არ ვსაუბრობთ იმიტომ, რომ 2-3 დღე ავიღეთ ყველამ, რათა გარკვეული ტექნიკური დეტალები შევაჯეროთ და უკვე გადაჭრით შეგვიძლია ვთქვათ, რომ შეთანხმება შედგება იმიტომ, რომ პრინციპული თანხმობა ჩვენს პოზიციებს შორის არის და პოზიციები დავაახლოეთ, მაგრამ ვიდრე საბოლოო ტექნიკურ დეტალებსა და სხვა დეტალებს არ შევაჯერებთ, ჩვენ გადაწყვეტილებას ვერ გავახმოვანებთ”, – განაცხადა მდინარაძემ.

კომენტარები

კომენტარი