მამუკა მდინარაძე: ძალიან იმედიანად ვარ განწყობილი, რომ კომპრომისამდე მივალთ

პოლიტიკური გაერთიანება “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” ცენტრალურ ოფისში უმრავლესობის სხდომის დაწყებამდე საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის კაბინეტში შეხვედრა გაიმართა, სადაც საარჩევნო სისტემის საკითხზე მოლაპარაკებები მიმდინარეობდა.

შეხვედრას “ქართული ოცნების” მაჟორიტარ დეპუტატთან დიმიტრი ხუნდაძესთან ერთად ის დეპუტატებიც ესწრებოდნენ, რომლებიც მაჟორიტარულ საარჩევნო სისტემას უჭერენ მხარს.

მდინარაძის განცხადებით, იმედიანად არის განწყობილი, რომ გუნდი გარკვეულ კომპრომისამდე მივა.

“მე ვარ ძალიან იმედიანად განწყობილი, რომ რაღაც კომპრომისამდე უნდა მივიდეთ, რომელიც ამ შიდა დაძაბულობას, კამათს მაჟორიტარულ თუ პროპორციულ სისტემაზე დაასრულებს და საერთო გადაწყვეტილებამდე მიგვიყვანს”, – განაცხადა მდინარაძემ.

პოლიტიკური გაერთიანება “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” ცენტრალურ ოფისში უმრავლესობის სხდომა მიმდინარეობს, რომელსაც პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ესწრება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები