პრემიერი: სურგულაძემ თქვა, მინდა წასვლა და ძალით ხომ არ ვამუშავებთ, თან დაგვპირდა, რომ ილოცებს

ლევან სურგულაძემ საწყის ეტაპზე საკმაოდ კარგად შეასრულა თავისი ფუნქციები, – ასე შეაფასა საპენსიო სააგენტოს თავმჯდომარის გადაწყვეტილება პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ.  მისივე თქმით, ეს ლევან სურგულაძის პირადი გადაწყვეტილებაა.

“სურგულაძემ საწყის ეტაპზე საკმაოდ კარგად შეასრულა თავისი ფუნქციები. ეს მისი პირადი გადაწყვეტილებაა და მის პირად გადაწყვეტილებაზე მე კომენტარს ვერ გავაკეთებ. მას ჰკითხეთ, სერიოზულია თუ არა. სააგენტოს სხვადასხვა დონეზე სხვადასხვა სახე ჰყავს. სააგენტოს წესდებიდან გამომდინარე, ის იყო ფაქტობრივად მენეჯერი. სააგენტოს ჰყავს ბორდი და ბევრი სხვა მმართველი, ასევე ძალზე პატივსაცემი და მაღალი რეპუტაციის მქონე. ადამიანმა თქვა, მინდა წასვლა და ძალით ხომ არ ვამუშავებთ? თან დაგვპირდა, რომ ილოცებს“ ,- განაცხადა გახარიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები