საქართველოში ჰაერის ტემპერატურა +17 გრადუსამდე მოიმატებს
საქართველოში 9-15 დეკემბერს უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელია.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 13 დეკემბრიდან ზოგან იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ქარი.
ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობში +12, +17 გრადუსამდე მოიმატებს, აღმოსავლეთ საქართველოში ღამის საათებში აცივდება, დღისით კი ბარში +6, +11 გრადუსი დაფიქსირდება.
თბილისში უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +9, +11 გრადუსია მოსალოდნელი.