ქართულ მარკეტინგულ ინდუსტრიაში MedCom – პირველი სამედიცინო მარკეტინგული სააგენტო გამოჩნდა

2019 წლის ნოემბრიდან, ქართულ მარკეტინგულ ინდუსტრიაში MedCom – პირველი სამედიცინო მარკეტინგული სააგენტო გამოჩნდა, რომლის შექმნის იდეაც მარკეტინგის სპეციალისტს და ექიმს ტატიანა გვენეტაძეს ეკუთვნის.

კომპანიას, დღეისათვის, უკვე რამდენიმე პროექტი აქვს განხორციელებული. მისი მთავარი მიზანია არსებულ კონკურენტულ გარემოში კვალიფიციური და კომპლექსური მარკეტინგული მომსახურეობა შესთავაზოს სამედიცინო დაწესებულებებს.

იდეის ჩამოყალიბებისა და განხორციელების ეტაპებზე მოგვიყევით.

სამედიცინო ბიზნესი საქართველოში მუდმივი და დინამიური განვითარების პროცესშია, რაც თავისთავად მოითხოვს იმ სიახლეების და თანამედროვე მარკეტინგული მიმართულებების გამოყენებას რასაც ჩვენი ციფრული საუკუნე გვთავაზობს. კონკურენტუნარიანი ბაზარზე ოპერირებისას კი სამედიცინო დაწესებულებების მნიშვნელოვან ამოცანას წარმოადგენს სამედიცინო ბიზნესის საქმიანობის სფეროში ინტეგრირებულ იქნას მარკეტინგული კონცეფციები. მარკეტინგულ აქტივობებზე დაყრდნობით მარტივად არის შესაძლებელი სამედიცინო დაწესებულებების მარკეტინგული საქმიანობის ოპტმიზაცია და ზრდა-განვითარება.
MedCom- საკონსულტაციო სააგენტო დაარსებულია ექიმების, ჯანდაცვის მენეჯერების ,საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერების და მარკეტერების მიერ, რომელთაც ზუსტად იციან პაციენტის მოთხოვნილების ფსიქოლოგია, გააჩნიათ გამოცდილება შექმნან და შეფუთონ პროდუქტი ისე როგორც ამას მოითხოვს ბაზარი.

2. რას სთავაზობს MedCom კლიენტებს?

მარკეტინგულ კონსულტაციას;

– ციფრულ მარკეტინგს;

– სოციალურ მედია მენეჯმენტს;

– მედია განთავსებას;

– სარეკლამო რგოლების გადაღებას, სარეკლამო კამპანიების დაგეგმვასა და სხვადასხვა მედიასაშუალებებში  განთავსებას

3.რატომ არის სამედიცინო მარკეტინგი განსაკუთრებული სირთულის და რითი განსხვავდება კლასიკური მარკეტინგის გაგებისგან?

ყველაზე დიდი განსხვავება ტრადიციულ მარკეტინგს და სამედიცინო მარკეტინგს შორის არის ის თუ როგორ კომუნიკაციაში ვართ კლიენტთან აქ სულ სხვა სახელი გვაქვს პაციენტთან.ადამიანები, რომლებიც ეძებენ ჯანმრთელობაზე ინფორმაციას ინტერნეტში განიცდიან ან თავიანთ ან ახლობლის ჯანმრთელობაზე. როდესაც ჩვენ ვერთვებით ადამიანებთან კომუნიკაციაში ძალიან განსხვავდება სხვა პროდუქტების გაყიდვისგან. მიდგომა უნდა იყოს წამოსული გულიდან, აქ ნდობას და გადამოწმებულ ინფორმაციას ჯანმრთელობის შესახებ გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.

რა არის კომპანიისთვის ყველაზე მთავარი ?

ჩვენი გუნდისთვის: როგორც ექიმებისთვის უმთავრესია -ადამიანის ჯანმრთელობა, სამედიცინო ეთიკა და სწორი ინფორმაციის სწორად მიწოდება
როგორც მარკეტერებისთვის; უმთავრესია რომ ეს ყველაფერი თანამედროვეობის ჩარჩოებში , მარტივ ენაზე და საინტერესოდ შეფუთულად მოგაწოდოთ.

R

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები