გია ვოლსკი: მმართველ გუნდს ყოველთვის ახასიათებდა გარკვეულ თემებზე მწვავე კამათიც, მაგრამ გუნდის გახლეჩა მიუღებელია

პარლამენტის ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი ამბობს, რომ მისთვის ე.წ ამერიკული მოდელის საარჩევნო სისტემა კატეგორიულად მიუღებელია. როგორც მან განმარტა, ამ მოდელისთვის სახელმწიფო სისტემის მართვის ცვლილებაა საჭირო.

„2024 წელს ჩვენ კონსტიტუციაში ჩავწერეთ, რომ პროპორციული არჩევნები არის მისაღები. პროპორციული არჩევნები კონსტიტუციურ ნორმად იმიტომ ვაქციეთ, რომ ახალი თაობის პოლიტიკური პარტიების იმედი გვაქვს, რომლებიც დაპირისპირების მიუხედავად, მშვიდობას მოუტანენ ქვეყანას. ამას სრულად მაჟორიტარული სისტემა ნამდვილად არ სჯობია, კატეგორიულად არ მგონია, რომ საქართველოსთვის სწორი იყოს ე.წ ამერიკული მოდელი.
მმართველ გუნდს ყოველთვის ახასიათებდა გარკვეულ თემებზე მწვავე კამათიც, მაგრამ გუნდის გახლეჩა, მთავრობის დატოვება პრაქტიკულად უმრავლესობის გარეშე მიუღებელია. ამ პროექტს უმრავლესობის უმრავლესობის მხარდაჭერა არ უნდა ჰქონდეს. დარწმუნებული ვარ, ის არგუმენტები, რაც ჩვენ გვაქვს ჩვენი კოლეგებისთვის გასათვალისწინებელი იქნება. ეს მხოლოდ პარტიული განხილვები არ არის. ამის უკან ხალხი დგას. ზოგი ფიქრობს, რომ პროპორციულია საჭირო. ბევრი ფიქრობს, რომ შერეულია სწორი სისტემა. მაჟორიტარულ სისტემასაც საკმაოდ სერიოზულია და ბევრი მხარდამჭერები ჰყავს. აქედან გამომდინარე, ჩვენ პასუხისმგებლობა უნდა ავიღოთ ჩვენს თავზე და სწორი გადაწყვეტილება მივიღოთ. მე მგონია, რომ ჩვენს კოლეგებს ამ მიდგომის სისწორეში დავარწმუნებთ“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები