კონსტანტინე კოსაჩოვი: საქართველოსთან სავიზო რეჟიმის გაუქმებით ვართ დაინტერესებული

რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის კონსტანტინე კოსაჩოვის თქმით, საქართველოსთან ავიამიმოსვლის აღდგენა, სავიზო რეჟიმის შემსუბუქება, ასევე სავაჭრო შეზღუდვების მოხსნის საკითხები, ეს ის თემებია, რომლებიც სწრაფ გადაწყვეტას საჭიროებენ.

ამის შესახებ კოსაჩოვმა „ერთიანი საქართველო -დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერთან ნინო ბურჯანაძესთან შეხვედრაზე განაცხადა.

„საქართველოსთან ჩვენი ურთიერთობის განვითარებით ვართ დაინტერესებული. არსებობს პრაქტიკული საკითხები, რომლებიც სწრაფ გადაწყვეტას საჭიროებენ, ესენია, სავიზო რეჟიმის შემსუბუქება, ან თუნდაც სრულად მოხსნა; ავიამიმოსვლის აღდგენა; რიგ საქონელზე ტარიფების შემცირება“, – განაცხადა კოსაჩოვმა.

ნინო ბურჯანაძესთან შეხვედრაზე კოსაჩოვმა ასევე აღნიშნა,რომ ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლების საკითხში, რუსი დეპუტატები ჩაერთვებიან.

„ერთიანი საქართველო -დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი მოსკოვში ვიზიტით 3 დეკემბერს გაემგზავრა.

5 დეკემბრს ის, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს ანდრეი რუდენკოვს შეხვდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები