დოდო გუგეშაშვილი ვეტერანებისთვის გაუქმებული შეღავათების აღდგენას ითხოვს

საერთაშორისო ასოციაცია „დაიცავი შენი წილი სამშობლოს“ თავმჯდომარე, თადარიგის პოლკოვნიკი, დოდო გუგეშაშვილი ტელეკომპანია “რუსთავი 2-ის“ წინააღმდეგ  “ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას“ მიმართავს.

ამის შესახებ გუგეშაშვილმა მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„მინდა, ჩემი ორგანიზაციისა და ვეტერანების გარკვეული ნაწილის სახელით განცხადება გავაკეთო. რამდენიმე დღის წინ „რუსთავი 2 ის“ ეთერში ვიხილეთ ხმაჩაგდებული განცხადება ვეტერანებისა, სადაც თვითონ წამყვანი ადებდა ტექსტს და ამბობდა, რომ მხედრიონი და გვარდია შეიარაღებული აჯანყებით იმუქრება. მოტანილი მაქვს ვიდეომასალა, სადაც არა მხოლოდ მხედრიონელები და გვარდიელები, არამედ გამსახურდიას მომხრე ყოფილი შენაერთის ბიჭებიც აკეთებენ ასეთ განცხადებას, რომ ისინი გვერდში უდგანან პატრიარქს, საქართველოს, გმობენ თავმოჭრილი ხატების თემასა და სოდომისტურ პროპაგანდას. ამის შემდეგ მოჰყვა, ქალბატონი ლაგაზიძის კომენტარი, ასევე ვინმე კუკავასი, რომელმაც განაცხადა, რომ ჩვენ, თითქოს, ჩავაბარეთ აფხაზეთი და იყო ბრალდებები. კუკავა როცა ჯერ კიდევ ნორჩი აქტივისტი იყო, უწმინდესის გადახაზული ფოტოებით დარბოდა. ეს ის არსებაა, რომელიც ებრალიძესთან და ჟირინოვსკისთან დარბოდა მოსკოვში და იქიდან შავი ფული ჩამოჰქონდა. მე და ჩემმა მეგობრებმა გადავწყვიტეთ, ეს უმსგავსო სიუჟეტი, რაც გაავრცელა „რუსთავი 2-მა“, რომელიც იყო საზოგადოების შეცდომებში შეყვანა, გავაპროტესტოთ და შევიტანოთ განცხადება ჟურნალისტური ეთიკის ქარტიაში“- განაცხადა დოდო გუგეშაშვილმა.

მანვე, ვეტერანების პრობლემების შესახებაც ისაუბრა. „მეორე საკითხია ვეტერანებისთვის ძალიან სამწუხარო საკითხი, ის, რომ რაც სააკაშვილმა აკადრა ვეტერანებს და შევარდნაძის მიერ დაწესებული შეღავათები გაუუქმა, დაუტოვა მხოლოდ 22-ლარიანი სუბსიდია, დღევანდელი ხელისუფლების პირობებში ეს უცვლელი რჩება. ბიუჯეტში არ გამოიძებნა თანხა იმისათვის, რომ ვეტერანები არ გაყინონ, ჰქონდეთ შუქი, გათბობა და წყალი. ვეტერანები ვითხოვთ, აღგვიდგინონ შევარდნაძის დროინდელი შეღავათები“, – განაცხადა გუგეშაშვილმა.

თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები