ახალციხეს დიდი ბრიტანეთის ელჩი ეწვევა

“საქართველოში დიდი ბრიტანეთის შემოდგომის სეზონის“ ფარგლებში, 6 დეკემბერს, ქალაქ ახალციხეს დიდი ბრიტანეთის ელჩი, ჯასტინ მაკკენზი სმიტი და საელჩოს წარმომადგენლები ეწვევიან.

შეხვედრები სამხარეო ადმინისტრაციაში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში და ახალციხის ცენტრალურ ბიბლიოთეკაშია დაგეგმილი. მოსახლეობას დიდი ბრიტანეთის ელჩი ქალაქის ცენტრში შეხვდება.

ღონისძიების ფარგლებში, დაინტერესებულ პირებს საშუალება ექნებათ ბრიტანეთის საგანმანათლებლო პროგრამებს გაეცნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები