თაკო ჩარკვიანი: მაგიდასთან გვიზის პუტინი კაბაში, ნინო ბურჯანაძის პროწიალი არ გავაპორტესტო?
ნინო ბურჯანაძის რუსეთში ვიზიტი უდაოდ ზიანს აყენებს საქართველოს, – ამის შესახებ პარტია „კანონი და სამართლის“ ლიდერმა თაკო ჩარკვიანმა მედიაჰოლდინგ “კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
თაკო ჩარკვიანმა ოპოზიციის მიერ შექმნილი ფორმატი სწორედ ბურჯანაძის რუსეთში ვიზიტის გამო დატოვა. როგორც ჩარკვიანი აცხადებს, ბურჯანაძეს ოკუპანტ ქვეყანაში ვიზიტისთვის ხალხისგან ლეგიტიმაცია არ აქვს.
„ნინო ბურჯანაძის რუსეთში ვიზიტი უდაოდ ზიანს აყენებს საქართველოს. ძალიან მომეწონა ახალგაზარდების, „სირცხვილიას“ განცხადება, დიახ, მართალია, ლეგიტიმაცია უნდა იყოს ხალხიდან, როდესაც ოკუპანტთან მიდიხარ სასაუბროდ. ასე სირბილი არ შეიძლება. მძიმე ვითარებაა. პრაქტიკულად, ქართულ სახელმწიფოებრიობას გამოკვეთილად საფრთხე ემუქრება. არასწორია ფორმულირება, მეც კი არასწროად ვთქვი – რას ნიშნავს, ვერ დავუშლით? ჩვენ ოკუპაციის კანონი გვაქვს, ძალიანაც დავუშლით, ნორმალური ხელისუფლება რომ გვყავდეს, ოკუპაციის კანონის მიხედვით, ეს დასჯადია და სწორიცაა. განა დემოკრატია ნიშნავს, რომ ოკუპანტთან კოლაბორაციონისტი იყო და ჩუმი გარიგებები იყოს? ჩვენ ვიცით, ისინი რაზე საუბრობენ? სად არის ამის უფლება? ლეგიტიმაცია?
რუსეთში წავიდა რატომ – მას ამ პერიოდში სჭირდებოდა რეაბილიტაცია, პროცენტები დაბალი აქვს, ეს არის ტიპიური პოლიტიკური იმიტაცია, ჩადიან ხოლმე ამ პერიოდში: აი, ნახეთ, მე რამხელა გაერთიანებაში დავჯექი, ეს ხდება პუტინის ადმინისტრაციაში, იქიდან მოაქვთ რუსული ფული, ჩარიცხავს ამ ფულს მომავალი არჩევნებისთვის ისევ თავისი პარტიისთვის, ანუ საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგოდ. მოვისმინე კიდევ უფრო ამაზრზენი განცხადება, სადაც გამოიყენეს შესანიშნავი პიროვნების, ექიმის, ბატონი ვაჟა გაფრინდაშვილის სახელი და გვარი, რომ მე ამიტომ ჩავედიო, ტატუნაშვილისთვის რატომ არ გაირჯა და არ ჩავიდა? ცხედარს რომ არ გვაძლევდნენ.
ამ ფორმატიდან გავედი. იქ არის ადამიანი, რომელიც აუცილებლად ამბის გამტანია, მაგიდასთან გვიზის კაბაში პუტინი. არ ვიცით, რაზე საუბრობს, ყურში რაზე ელაპარაკება პუტინს, „ოერტზე“ აბეზღებს თავის ქვეყანას და აქედან რომ წაიღოს ამბავი და ფორმატი დააბეზღოს, გასაკვირი რა იქნება?
ეს ამბავი რომ შევიტყვე ღია ეთერში ვიყავი „პალიტრანიუსზე“, ჩატი რომ გავხსენი, ჩემს გარდა რამდენიმე ლიდერმა მოიწერა, ისინი საქმის კურსში არ იყვნენ. მაგალითად ხათუნა სამნიძემ იკითხა. ზურა ჯაფარიძემ იკითხა, ეს ნამდვილიაო?
ვიღაცებს წამოსცდათ მისი პარტიიდან, მგონი ახვლედიანს, ჩვენ ანგარიშვალდებულები არ ვართო. რას ჰქვია ანგარიშვალდებულები არ არიან და ოკუპანტთან დადიან? ჩვენ საქართველოს პარლამენტში გავრილოვის შესვლა გავაპროტესტეთ და ნინო ბურჯანაძის პროწიალი არ გავაპორტესტო? ვერ გავიგე“, – განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.
ცნობისთვის, „ერთიანი საქართველო – დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე მოსკოვში ვიზიტით 3 დეკემბერს გაემგზავრა.
როგორც „კვირას“ პარტიის პრესსამსახურში განუცხადეს, ბურჯანაძე რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გამართავს შეხვედრებს, ასევე შეხვდება პოლიტიკური წრეების წარმომადგენლებს.
თამუნა შეყილაძე