მამუკა მდინარაძე: 2024 წლიდან სრულად მაჟორიტარულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის შესახებ აბსოლუტურ წინააღმდეგობას ვაფიქსირებ

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ ბიუროს სხდომაზე განაცხადა, რომ 2024 წლიდან სრულად მაჟორიტარულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის წინააღმდეგია.

როგორც მდინარაძემ განაცხადა, ამ საკითხზე მსჯელობა უმრავლესობის სხდომაზე უნდა შედგეს.

“როგორც დეპუტატი აბსოლუტურ წინააღმდეგობას ვაფიქსირებ. ვფიქრობ, რომ უახლოეს მომავალში გვექნება უმრავლესობის სხდომა, სადაც ამ საკითხზე უნდა ვიმსჯელოთ და რაღაც გადაწყვეტილებამდე მივიდეთ. თუ მსგავს ინიციატივებს წმინდა ფორმალური თვალსაზრისით არ ექნება თანხმობა, შემდეგი განვითარება როგორ იქნება, ჩემი აზრით, ამაზე უნდა ვიმსჯელოთ. ეს უნდა გავაკეთოთ უახლოეს მომავალში უმრავლესობის სხდომაზე,“ – განაცხადა მდინარაძემ.

ბიუროს სხდომაზე ცნობილი გახდა, რომ 2024 წლიდან მაჟორიტარულ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით საინიციატივო ჯგუფის განცხადება საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტს დასკვნისთვის გადაეცემა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები