ჩინეთის საგარეო უწყება: პეკინი ნატოსთვის საფრთხეს არ წარმოადგენს

ჩინეთის მზარდი გავლენა არ ნიშნავს იმას, რომ ის ნატოსთვის ახალი მტერი გახდა, – ამის შესახებ ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ხუა ჩუნინმა განაცხადა.

„დიდი მასშტაბები და საფრთხე – ერთიდაიგივე არ არის. ჩინეთს აქვს დიდი გავლენები, მაგრამ ჩვენ განვითარების მშვიდობიანი გზის მომხრე ვართ, ჰარმონიის, თანასწორობის და ურთიერთპატივისცემის მომხრე. მზარდი ჩინეთი ნიშნავს მზარდ ძალას მშვიდობისა და სამართლიანობის მხარდაჭერის საკითხში. მივაქციეთ ყურადღება იმასაც, რომ ნატოს შიგნით ბევრს არ სურს იყოს ჩინეთის მტერი“, – აღნიშნა ჩუნინმა.

მისი თქმით, მსოფლიოსთვის მთავარ საფრთხეს და გამოწვევას წარმოადგენს ცალმხრივი მოქმედებისა და სხვა ქვეყნების შევიწროების პოლიტიკა, „ამის გამო აშშ-ის მოკავშირეებიც კი ზარალდებიან“.

ნატოს ლონდონის სამიტზე, ალიანსის ისტორიაში პირველად, აღინიშნა მსოფლიო პოლიტიკაში ნატოს გავლენების ზრდა.

გარდა ამისა, ალიანსის გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა, სამიტის შეჯამებისას ჟურნალისტებს განუცხადა, რომ წევრი ქვეყნები განიხილავენ შესაძლებლობას, რომ მოხდეს ჩინეთის ჩართვა შეირაღების კონტროლის ახალ შეთანხმებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები