კახა კალაძე ბურჯანაძის მოსკოვში ვიზიტზე: “გერმანული მოდელის” ჩამოსატანად არის წასული, დაველოდოთ
„ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანი, თბილისის მერი კახა კალაძე ვარაუდობს, რომ „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე რუსეთში ე.წ. გერმანული მოდელის ჩამოსატანადაა წასული.
ის ბოლო დროს გამართულ აქციებისა და კონტრაქციებსის საკითხსაც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ქვეყნის დამხობა არავის არ გამოუვა.
„ქალბატონი ნინო რუსეთში „გერმანული მოდელის“ ჩამოსატანად არის წასული და დაველოდოთ. რაც შეეხება ბოლო დროს მომხდარ დაპირისპირებებს კატეგორიულად ვეწინააღმდეგებით და ვემიჯნებით ყველანაირ ძალადობას.
ეს არ არის ნორმალური ფორმა, რაც არ უნდა დესტრუქციული იყოს ოპოზიცია, ჩვენ არ უნდა შევიდეთ დაპირისპირებაში. ყველაზე მეტად ვისაც დღეს დაპირისპირება აწყობს, ეს არის ოპოზიცია და ისინი მიზანმიმართულ პროვოკაციებს ახორციელებენ.
არავის არ გამოუვა არც დამხობა და არც გადატრიალების მოწყობა ქვეყანაში. ვინც გასცდება კანონის ჩარჩოებს, ამას მოჰყვება შესაბამისი რეაგირება. ქვეყანაში იქნება სიმშვიდე, ჩვენი ქვეყანა განვითარდება, ჩვენი ქალაქი წინ წავა, რაც აისახება ჩვენი მოსახლეობის კეთილდღეობაზე“, – განაცხადა კახა კალაძემ.