კახა წიქარიშვილი: ეკლესიამ რომ ეშმაკთან გააფორმოს პაქტი, დაახლოებით ისეთი ამბავია, „ქართული ოცნება“ და ჩინჩალაძე

ვეუბნებით „ქართულ ოცნებას“ , თუ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების 20-კაციან სიას დაამტკიცებს, ეს არის თვითლიკვიდაციის საუკეთესო გზა, – ამის შესახებ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში ორგანიზაცია „კონსტიტუციის 42-ე მუხლის“ თავმჯდომარემ, უზენაესი სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარის თანაშემწემ კახა წიქარიშვილმა განაცხადა.

წიქარიშვილმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან დაკავშირებით ისაუბრა. მისი განცხადებით, ამ სიის დამტკიცება „ქართულ ოცნებას“ პოლიტკურად გაანადგურებს.

„ვეუბნებით „ქართულ ოცნებას“ , თუ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების 20-კაციან სიას დაამტკიცებს, ეს არის თვითლიკვიდაციის საუკეთესო გზა. ანუ საკითხი არის ასეთი- „ქართული ოცნება“ არის სამართლიანობის იდეაზე დამყარებული პარტია, 2012 წელს მოვიდა სამართლიანობის აღდგენის დევიზით. სამართლიანობა და ჩინჩალაძე ძალიან ვერ ეწყობა ერთი მეორეს. ძალიან ცუდ შედარებას ვიტყვი ახლა: ეს იგივეა, ეკლესიამ რომ ეშმაკი აღიაროს და მასთან ხელშეკრულება გააფორმოს. ასეთ ეკლესიაში არც ხალხი შევა, არც ილოცებს, არც სანთელს დაანთებს, ასეთი ეკლესია განადგურდება. ასეთ შედარებას ვაკეთებ: ეკლესიამ რომ ეშმაკთან გააფორმოს პაქტი, დაახლოებით ისეთი ამბავია „ქართული ოცნება“ და ჩინჩალაძე. „ქართული ოცნებისთვის“ ჩინჩალაძესთან პაქტის გაფორმება არის თვითლიკვიდაციის საუკეთესო გზა. მე რომ „ოცნების“ მტერი ვყოფილიყავი, ჩინჩალაძეზე უკეთეს დამანგრეველ ძალას ვერ მოვიფიქრებდი. ჩინჩალაძეს შევაგზავნიდი „ქართული ოცნების“ რიგებში. ამ სიის დამტკიცება პოლიტკურად გაანადგურებს „ქართულ ოცნებას“.
რა ვნახეთ ამ გასაუბრებების შედეგად? საზოგადოებამ დაინახა მოსამართლეების ნამდვილი სახე. ალბათ, საზოგადოებას აინტერესებდა, კანდიდატებს ესაუბრათ სასამართლოს წარსულზე. ყველამ ვიცით რომ სასამართლოს არ ჰქონდა სახარბიელო წარსული, იყო ზეწოლები, დაკვეთები. საზოგადოება ელოდა, რომ კანდიდატები ღიად ისაუბრებდნენ ამ თემებზე. დავინახეთ რამდენიმე კანდიდატი, რომელიც უტიფრად ამტკიცებს, რომ სასამართლოზე ზეწოლა არ ყოფილა. ამას ამტკიცებენ მაგალითად გაბინაშვილი და ალანია. ამ კანდიდატებიდან არცერთი არაა უზენაეს სასამართლოში შეშაშვები. ეს ხალხი ვერაფერს ხედავდა წარსულში და რა გარანტია გავქვს, რომ ისინი მომვალში რამეს დაინახავენ, ზეწოლას გაუძლებენ?” – განაცხადა წიქარიშვილმა.
მისივე განმარტებით, დამოუკიდებელი იურისტების და სამოქალაქო აქტივისტების ჯგუფი პარლამენტს მოუწოდებს, უზენაესი სასამართლოს კანდიდატების სიას მხარი არ დაუჭიროს.

თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები