ზუგდიდში “ქართული ოცნების“ მხარდამჭერებმა ენმ-ს ოფისს კვერცხები და ცოცხები დაუშინეს
ზუგდიდში, “ნაციონალური მოძრაობის“ პარტიის ოფისთან “ქართული ოცნების“ მხარდამჭერები საპროტესტო აქციას მართავენ. ადგილზე სიტუაცია უკიდურესად დაძაბულია.
მმართველი პარტიის მხარდამჭერების მხრიდან, ოპოზიციის მისამართით, ისმის სხვადასხვა სახის შეძახილები. ცოტა ხნის წინ, მათ შენობას კვერცხები, ცოცხები და კასრები დაუშინეს.
ადგილზე სამართალდამცველები იმყოფებიან, რომლებიც წესრიგის დაცვას ცდილობენ.
მანამდე კი „ქართული ოცნების“ მხარადამჭერებმა მსვლელობა გამართეს. ისინი სკანდირებდნენ „არა ნაცებს“, „ არა მიშას“.