თამუნა თანდაშვილი: არავითარი წინაღობა არ არსებობს საიმისოდ, რომ პირდაპირი რეისები არ აღდგეს

საქართველოს მიმართ ინტერესი არ ქრება მეზობელი ქვეყნებიდან და მიუხედავად იმისა, რომ კვლავ ტრანზიტული გზებითა და სახმელეთო საშუალებებით უწყვეტად ფიქსირდება ნაკადები, არავითარი წინაღობა არ არსებობს საიმისოდ, რომ პირდაპირი რეისები არ აღდგეს, – ამის შესახებ ავიაციის სექტორის წარმომადგენელმა, თამუნა თანდაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, საერთაშორისო ძლიერი ბრენდები საქართველოს პოპულარიზაციას უფრო დიდი მაშტაბით უწევენ.

“2019 წლის იანვარი-ნოემბრის პერიოდის სტატისტიკური მონაცემები, რომელსაც ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია აქვეყნებს, თვალსაჩინოდ აჩვენებს საქართველოსადმი გაზრდილ ინტერესს მსოფლიო სამოგზაურო ბაზარზე და მზარდ დინამიკას. ის მრავალფეროვანი კამპანიები, აქტივობები, მოლაპარაკებების უწყვეტი პროცესი, რომელსაც კერძო და საჯარო სექტორი ერთობლივად ახორციელებს, პოზიტიურ სტატისტიკაზე ნამდვილად ახდენს გავლენას. გაზრდილი კონკურენცია საავიაციო ბაზარზე სუსტ და არასტრატეგიული კომერციული პოლიტიკის მქონე მოთამაშეებს თამაშის წესებს შეაცვლევინებს. საერთაშორისო ძლიერი ბრენდები კი ქვეყანას უფრო დიდი მაშტაბით უწევენ პოპულარიზაციას. ქვეყანას ყველანაირი პირობა აქვს შესთავაზოს პირდაპირი ფრენები, როგორც შედარებით მცირე დისტანციებზე, ასევე უფრო შორეულ მარშრუტებზე.

საქართველოს მიმართ ინტერესი არ ქრება მეზობელი ქვეყნებიდან და მიუხედავად იმისა, რომ კვლავ ტრანზიტული გზებითა და სახმელეთო საშუალებებით უწყვეტად ფიქსირდება ნაკადები, არავითარი წინაღობა არ არსებობს საიმისოდ, რომ პირდაპირი რეისები არ აღდგეს, “- განაცხადა თამუნა თანდაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები