თამარ მიქაძის წიგნი ,,ძალიან პატარა ქალაქში"
14 თებერვალს მწერალთა სახლში თამარ მიქაძის წიგნის ,,ძალიან პატარა ქალაქში” წარდგინება მოხდება. ეს მცირე პროზის კრებულია, რომელიც გამომცემლობა ,,საარმა” დაბეჭდა. წიგნის გარეკანზე რეზო ესაძის ჩანახატებია. მწერალმა წიგნი ბიძის, რეჟისორ გურამ პატარაიას ხსოვნას მიუძღვნა, რომლის დაბადების დღე 14 თებერვალსაა.
თამარ მიქაძემ „კვირას“ განუმარტა: წიგნის სათაური – „ძალიან პატარა ქალაქში“ იმის გამო შევარჩიე, რომ ჩემს ნაწარმოებში მოქმედება პატარა სივრცეში და მცირე დროში ხდება და ამ სივრცეში ცხოვრების ნიუანსებიც უფრო კარგად ჩანს. ეს ჩემი მეორე კრებულია,- პირველს ,,სევდიანიდან მხიარულამდე“ ერქვა და ის მხატვარმა კარლო ფაჩულიამ გააფორმა.