მეხანძრე-მაშველებმა საცხოვრებელ სახლში გაჩენილი ხანძრის ქრობისას მოქალაქე გადაარჩინეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიულ მართვის ცენტრ 112-ში შემოსული ინფორმაციის თანახმად, თბილისში, თემქის დასახლებაში, საცხოვრებელ კორპუსში, ერთ-ერთ ბინაში შეინიშნებოდა დაკვამლიანება.

შეტყობინებაზე რეაგირება დაუყონებლივ მოახდინა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა. ადგილზე მისული ჯგუფის ცნობით, ხანძარი რამდენიმე ოთახში იყო გაჩენილი. სახლში, ასევე, იმყოფებოდა ერთი მოქალაქე, რომლის უვნებლად გამოყვანა დაკვამლიანებული სახლიდან მეხანძრე-მაშველებმა დროულად მოახერხეს.

მამაკაცის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება.

ამ დროისთვის ხანძარი სრულად ლიკვიდირებულია.

შემთხვევის ადგილზე მუშაობდა 3 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი. მობილიზებული იყო ყველა შესაბამისი სამსახური.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები