ბიზნესდაჯილდოებამ ფინალისტები გამოავლინა

ბიზნესდაჯილდოება 2019-ის ფინალისტების ვინაობა უკვე ცნობილია. ჟიურიმ რამდენიმეკვირიანი მუშაობა დაასრულა და ფინალისტები ნომინაციების მიხედვით შემდეგნაირად გადაანაწილა:

• საუკეთესო სტარტაპის შექმნისთვის
ფაბერი, პროფი, თრიფქარს

• საუკეთესო ინოვაციებისთვის
ველი, ოპტიო ეიაი და სისიელეი

• გამორჩეული სოციალური პასუხისმგებლობისათვის
ფლასთიქვოჩერ.ჯი, დადარი, ნატა ბუაჩიძის სტუდია

• თანამშრომლებზე განსაკუთრებული ზრუნვისათვის
მიკროგრინი, ვანდერლენდი, ვიაიპი სეკრეტარი

• საუკეთესო პროდუქტის ან მომსახურებისთვის შექმნისთვის
სამოსელი პირველი, ალაზნის თავი, სოფლიდან.ჯი

გამარჯვებულები 17 დეკემბერს დაჯილდოების ფინალურ ცერემონიაზე გაირკვევა. წელს პრიზები უცვლელი რჩება. გამარჯვებულები ბიზნესებზე მორგებულ და მათთვის საჭირო ციფრულ სერვისებს აირჩევენ. “თიბისი” მათ მხარდაჭერას შემდეგი მიმართულებებით სთავაზობს: ციფრული სტრატეგია და ახალი ვებგვერდი, ბრენდის სტრატეგია და საიმიჯო კამპანია და პროგრამული უზრუნველყოფა.

R

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები