გაერთიანებული ოპოზიცია ქუთაისში გამართულ კონტრაქციაზე: ეს იყო უპრეცედენტო უგუნურობის და უპასუხისმგელობის ფაქტი

,,ეს იყო უპრეცედენტო უგუნურობის და უპასუხისმგელობის ფაქტი”, – ასე გამოეხმაურა გაერთიანებული ოპოზიციის ქუთაისის ორგანიზაციის წევრი, გიორგი თევდორაძე “ქართული ოცნების” მხარდამჭერების მიერ გამართულ აქციას.  ამის შესახებ თედორაძემ საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, შენობა, სადაც პარტიის ოფისია, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაშია, მისი დაზიანება კი დანაშაულია. თედორაძის განმარტებით, კვერცხების და საღებავების სროლის შედეგად შენობა დაზიანდა.
,,ეს არის დღეიდან კვერცხების ხელისუფლება, რომელსაც ერთი პასუხი აქვს მოქალქეებთან – ეს არის კვერცხი. ამით შორს ვერ წავლენ. დღეს აქციაში მონაწილეობდნენ პედაგოგებიც, რომლებმაც არც კი იცოდნენ, რა აქციაზე მიდიოდნენ”, – განაცხადა გიორგი თევდორაძემ.
თევდორაძის აზრით, ბიძინა ივანიშვილს ქვეყანაში უმართავი პროცესების დაწყება სურს, რათა ამით ჩაებღაუჭოს ხელისუფლებას.
გაერთიანებულ ოპოზიციაში ამბობენ, რომ მათ ფაქტის გამოსაძიებლად უკვე მიმართეს სამართალდამცავებს.

შეგახსენებთ, რომ ქუთაისში მესამე დღეა მმართველი პარტიის მხარდამჭერები პერმანენტულად აქციებს მართავენ. დღეს აქციის მონაწილეებმა გაერთიანებული ოპოზიციის ოფისში შეჭრა სცადეს და შენობას კვერცხები და საღებავები ესროლეს. ამის შემდეგ მათ შეძახილებით – “არა მიშას”, “წადით” – ენმ-ს ოფისთან გადაინაცვლეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები