ფონიჭალაში ავარიის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა

ფონიჭალაში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა. ინციდენტის დროს  ერთმანეთს ოპელის და მერსედესის მარკის ავტომობილები შეეჯახნენ. ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო სამედიცინო დახმარება და საპატრულო ეკიპაჟი.
ამ დროისთვის დაშავებულების მდგომარეობა უცნობია.

“რეგიონული კვირის” ინფორმაციით, მერსედესის ავტომობილის მძღოლი ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა, მან სამართალდამცველებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. ამ ეტაპზე ის დაკავებულია და განყოფილებაშია გადაყვანილი.

შშს-მ გამოძიება ადმინისტრაციული კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით დაიწყო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები