ზვიად შალამბერიძემ ხარაგაულში შესრულებული და მიმდინარე პროექტები დაათვალიერა
სახელმწიფო რწმუნებული იმერეთში, ზვიად შალამბერიძე შესრულებული პროექტების მონიტორინგის ფარგლებში, ხარაგაულის მუნიციპალიტეტში იმყოფებოდა.
შალამბერიძემ მოადგილე ბესიკ გოფოძესთან ერთად, მიმდინარე პროექტები დაათვალიერა.
ამასთან, სახელმწიფო რწმუნებულმა ხარაგაულის მერთან, საკრებულოს თავმჯდომარესთან და წევრებთან ერთად 2020 წლის ბიუჯეტის პარამეტრებზე იმსჯელა.
გუბერნატორის პრესსამსახურის ინფორმაციით, 2020 წელს ხარაგაულის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის გარდა, დაგეგმილია სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტები, ასევე დაგეგმილია ბაღების და საჯარო სკოლების რეაბილიტაცია, გარემონტდება ამბულატორიები.
ამ ეტაპზე მუნიციპალიტეტში შიდა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ძირულა-ხარაგაული-ფონა-ჩუმათელეთის 50 კილომეტრიანი გზის მშენებლობა მიმდინარეობს, რომელიც ასევე 2020 წელს დასრულდება.
ზვიად შალამბერიძემ პროექტების შესრულების ხარისხსა და ვადებზე გაამახვილა ყურადღება.
სახელმწიფო რწმუნებული იმერეთში ზვიად შალამბერიძე 2019 წლის დაგეგმილი პროექტების განხორციელების ფარგლებში 12-ვე მუნიციპალიტეტს ეწვევა და პროექტების მიმდინარეობას ადგილზე გაეცნობა.