“კონსტრუქტ2-მა“ “რეგისთან“ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
29 ნოემბერს სამშენებლო კოლეჯმა “კონსტრუქტ2-მა“ შრომის უსაფრთხოების საკონსულტაციო კომპანია “რეგისთან“ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა.
მემორანდუმი “კონსტრუქტ2-ის“ მსმენელების შრომისა და გარემოს დაცვის უსაფრთხოების მიმართულებით პრაქტიკას ითვალისწინებს.
შრომის უსაფრთხოება და გარემოს დაცვაზე ზრუნვა m2-ის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებებია და, ამ მხრივ, სისტემატურად ატარებს სხვადასხვა ხასიათის ღონისძიებებს.
მემორანდუმის ფარგლებში „კონსტრუქტ2-ის“ მსმენელები გაივლიან შრომის უსაფრთხოების სპეციალისტების მოსამზადებელ კურსს შემდეგ სექტორებში: სამთო მოპოვებითი, მძიმე დამამუშავებელი და მსუბუქი მრეწველობა, მომსახურება/სერვისი და სამედიცინო მიმართულება. ასევე, დაგეგმილია კონსულტაციები, გამოცდილების გაზიარება, კონფერენციების, სემინარებისა და ვორქშოფების ერთობლივად ორგანიზება, საგრანტო პროექტებში პარტნიორული თანამშრომლობა და სხვა.
„კონსტრუქტ2-ისთვის“ არა მხოლოდ პროფესიონალი მშენებლების ახალი ნაკადის გამოშვებაა მნიშვნელოვანი, არამედ მათი უსაფრთხოება და გარემოს დაცვაც, რაც მხოლოდ მაღალკვალიფიციური კადრების პირობებშია შესაძლებელი. ამიტომ, ამ მიმართულებით, აქტიურად ვმუშაობთ და ყველაფერს გავაკეთებთ, რათა ჩვენს სამშენებლო ობიექტებზე მომუშავე თითოეულმა ადამიანმა თავი უსაფრთხოდ და დაცულად იგრძნოს“, – ამბობს „კონსტრუქტ2-ის“ დირექტორი, თამარ ზაქარაშვილი.
R