“ჰოლივუდის” კინოსტუდიები არალეგალური ფილმების ჩვენებისთვის საქართველოს სანქციებით ემუქრებიან
წამყვანი ამერიკული კინოსტუდიები, მათ შორის “დისნეი”, “ნეტფლიქსი”, “პარამაუნტ პიქჩერსი”, “სონი პიქჩერსი”, “უნივერსალ სითი სტუდიოს” და “ვორნერ ბროს” საქართველოში არსებულ ინტერნეტსაიტებზე არალეგალური ფილმების ჩვენების გამო შეშფოთებას გამოთქვამენ.
საქართველოს ეროვნული კინოცენტრის ინფორმაციით, კინოსტუდიების მიერ კომუნიკაციების კომისიის, საქპატენტისა და “ინტერეტმეკობრეობის წინააღმდეგ” შექმნილი ასოციაციაციისთვის გაგზავნილ წერილში აღნიშნულია, რომ ქართული ვებგვერდები წლების განმავლობაში, უკანონოდ მოიპოვებენ და ასაჯაროვებენ სხვადასხვა სახის კონტენტს, რაც სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს საქართველოსთვის.
ამასთან დაკავშირებით, დღეს, 13:00 საათზე, სასტუმროში “რედისონ ბლუ ივერია” ასოციაცია “ინტერნეტმეკობრეობის წინააღმდეგ” გამართავს პრესკონფერენციას, რომელსაც გაუძღვებიან ზურა ბეჟაშვილი (ასოციაცია ინტერნეტმეკობრეობის წინააღმდეგ), კოტე ჩლაიძე (ეროვნული კინოცენტრი), დავით ვაშაძე (კინოკლასტერი) გიგა კობალაძე (საავტორო უფლებათა ასოციაცია), ანდრო დგებუაძე (ტელეკომპანია “იმედი”) და გიორგი გაჩეჩილაძე (საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი).