მამუკა მდინარაძე: ოპოზიცია მიწაზე უნდა დაეშვას, ამის შემდეგ დიალოგი იქნება შესაძლებელი

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის მამუკა მდინარაძის განცხადებით, ოპოზიცია მიწაზე უნდა დაეშვას და ამის შემდეგ საპარლამენტო ფორმატში ნებისმიერ საკითხზე შეიძლება დიალოგის გამართვა.

ამის შესახებ მდინარაძემ მედიას პარლამენტის შენობაში განუცხადა.

“არ მგონია დისკომფორტი, უხერხულობა ეს ის საკითხებია, რომელიც უნდა იყოს პრიორიტეტული, მითუმეტეს სახელმწიფოს და საქართველოს პარლამენტის ნორმალურ ფუნქციონირებასთან მიმართებით. საუბრობენ გარკვეულ დიალოგზე, კი ბატონო, საპარლამენტო ფორმატში საუბარი შეიძლება ნებისმიერ თემაზე, მაგრამ ეს შეიძლება მას შემდეგ, რაც ისინი მიწაზე დაეშვებიან, მიხვდებიან, რომ ქუჩის მარგინალური მეთოდები შედეგიანი არ არის. ამის შემდეგ კი ბატონო, ვისაუბროთ ნებისმიერ თემაზე”, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები