ბიძინა ივანიშვილი: თუ ამომრჩეველი “ქართულ ოცნებაზე” გაღიზიანებულია, ამაზე პასუხს არჩევნებზე მივიღებთ

პარტია ”ქართული ოცნების” თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის თქმით, დანაპირების არ შესრულებით მმართველ გუნდს კანონი არ დაურღვევია. თუმცა მისივე განცხადებით, თუ საზოგადოება გაღიზიანებულია ხელისუფლების მიმართ, ამაზე პასუხს არჩევნებზე მიიღებენ.

“არანაირი კანონი არ დაურღვევია “ქართულ ოცნებას”. არაფერი არ მომხდარა. საკუთარი თავი დააზიანა და თუ ამომრჩეველს აქვს მასზე გაღიზიანება, არჩევნებში მიიღებს ამაზე პასუხს. მორჩა თემა. ნახეთ როგორ ცდილობენ ეს აიყვანონ სადღაც და წაიღონ, რომ რაღაც საშინელება მოხდა საქართველოში და უხმობენ ყველას, რომ დაგმონ და გაანადგურონ, მაგრამ ამ დროს საკუთარ თავს და მომავალს ინადგურებენ”, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები