ევროპული სასამართლოს პრეზიდენტი: ვულოცავთ საქართველოს ევროპის საბჭოს თავმჯდომარეობას

ევროპის საბჭოში საქართველოს თავმჯდომარეობასთან დაკავშირებით სტრასბურგში საზეიმო ღონისძიებას ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს პრეზიდენტი ლინოს ალექსანდრე სიცილიანოსი ესწრება.
​მან საქართველოს ევროპის საბჭოს თავმჯდომარეობა მიულოცა.

„ჩვენ მოხარულები ვართ და ვულოცავთ საქართველოს ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარეობას, რაც ქვეყნის ისტორიაში პირველად ხდება. ვიცით, რომ თქვენი ქვეყნის მთავრობამ მნიშვნელოვანი პრიორიტეტები განსაზღვრა. აღნიშნული თემატიკა ჩვენთვის ძალიან საინტერესოა და ვფიქრობ, რომ ქვეყანამ სწორად შეარჩია თავმჯდომარეობის პრიორიტეტები. დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს წარმატებული თავმჯდომარეობა ექნება. მომავალი წლის მაისში შესაძლებლობა მექნება პირველად ვეწვიო საქართველოს, თავმჯდომარეობის ფარგლებში თბილისში დაგეგმილ მინისტერიალზე დასასწრებად”, – განაცხადა ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს პრეზიდენტმა.

​სტრასბურგში ევროპის საბჭოში საქართველოს თავმჯდომარეობასთან დაკავშირებით საზეიმო ღონისძიებები იწყება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები