სოფელ ბლოს ერთადერთი მკვიდრი სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლების დახმარებით, ზამთარს საკუთარ სახლში გაატარებს(ვიდეო)

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლების დახმარებით, ხევსურეთის სოფელ ბლოს ერთადერთი მკვიდრი გოგია გიგაური ზამთარს საკუთარ სახლში გაატარებს, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სამსახური ავრცელებს.

“შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლების დახმარებით, ხევსურეთის სოფელ ბლოს ერთადერთი მკვიდრი გოგია გიგაური ზამთარს საკუთარ სახლში გაატარებს.

სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა ბლოელი გოგიასთვის თანხა შეაგროვეს და შეიძინეს სამშენებლო მასალა, რომელიც ბარისახოდან სოფელ ბლომდე სასაზღვრო ავიაციის ვერტმფრენის დახმარებით გადაიტანეს.

სახლის სამშენებლო სამუშაოები რამდენიმე დღეში დასრულდება”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები