აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოს მთავრობას და დემონსტრანტებს თავშეკავებისკენ მოუწოდებს

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი თბილისში საპროტესტო აქციებს ყურადღებით აკვირდება და მხარს უჭერს შეკრების თავისუფლებას.

სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა “ამერიკის ხმის” ქართულ რედაქციას წერილობით უპასუხა.

„ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით თბილისში მიმდინარე საპროტესტო დემონსტრაციებს. ამერიკის შეერთებული შტატები მხარს უჭერს სიტყვის, გაერთიანების და შეკრების თავისუფლებას. მოვუწოდებთ მთავრობის წარმომადგენლებს და დემონსტრანტებს, გამოიჩინონ თავშეკავება და თავიდან აიცილონ ნებისმიერი ესკალაცია ან ძალადობრივი მოქმედებები“, – ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები