ნინო წილოსანი: მანქანა, კაბინეტი და სხვა სიკეთეები ჩემთვის უცხო არასდროს არ ყოფილა
გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარეობის კანდიდატის, ნინო წილოსანის განცხადებით კომიტეტის თავმჯდომარეობა მისთვის დიდი პასუხისმგებლობაა. მისივე თქმით, მანქანა, კაბინეტი და სხვა სიკეთეები მისთვის უცხო არასდროს ყოფილა.
“კომიტეტის თავმჯდომარეობა ეს არის უდიდესი პასუხისმგებლობა და ამას არანაირად არ განვიხილავ როგორც დაწინაურებას ან რაიმე ჯილდოს მაგვარ ფაქტს. ეს არის პასუხისმგებლობა უფრო მეტი ენერგიულობით და მონდომებით ვიმუშაო იმისთვის, რომ გავამართლო ის ნდომა, რომელიც რეალურად გუნდმა გამომიცხადა. ჩემი თავიდან და გადმოსახედიდან გამომდინარე, მანქანა, კაბინეტი და სხვა სიკეთეები ჩემთვის არასდროს არ ყოფილა უცხო და ახლაც ამ ყველაფრით არ დავინტერესდები”, – განმარტა წილოსანმა.
დღევანდელ სხდომაზე დეპუტატებმა პარლამენტში ის პირები უნდა დაამტკიცონ, რომლებიც ვაკანტურ თანამდებობებს დაიკავებენ.