რუსული მედიის ინფორმაციით, რუსული კომპანიები საქართველოში ხორცპროდუქტების ექსპორტს განახორციელებენ

საქართველოს მთავრობამ სამ რუსულ კომპანიას ღორის, ძროხის და ფრინველის ხორცის შემოტანის ნებართვა მისცა.
ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
მათი ინფორმაციით, “როსსელხოზნადზორში” განაცხადეს, რომ აპრილში ქართველმა სპეციალისტებმა ბრიანსკისა და ბელგოროდის ოლქებში საწარმოების ინსპექტირება მოახდინეს, რომლის შედეგად სამ კომპანიას ხორცპროდუქტების შეტანის ნებართვა მიეცა.
აღნიშნულია, რომ ხორცპროდუქტების ექსპორტი საქართველოს ვეტერინარული სამსახურის დამატებითი ინსპექციის გარეშე მოხდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები