ბოსნია-ჰერცეგოვინაში ძლიერი მიწისძვრა მოხდა

ბოსნია-ჰერცეგოვინაში, სარაევოდან 74 კილომეტრის დაშორებით 5,8 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა, – ამის შესახებ ინფორმაციას ევროპის-ხმელთაშუაზღვის სეისმური ცენტრი ავრცელებს.

მიწისქვეშა ბიძგების ეპიცენტრი ნაკლებად დასახლებულ რაიონში მოხდა, ზარალის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

დღეს, გამთენიისას 6,4 მაგნიტუდის მიწისძვრა ალბანეთში მოხდა, რომლის შედეგად 8 ადამიანი დაიღუპა, 320-ზე მეტი დაშავდა.

მიწისქვეშა ბიძგებმა ქვეყანაში ნგრევაც გამოიწვია, რომლის შედეგად, შესაძლოა, ნანგრევებში ადამიანები იყვნენ მოყოლილი. სამაშველო ოპერაცია გრძელდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები