ალბანეთში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა გაიზარდა

ალბანეთში, გვიან ღამით, მომხდარი 6,4 მაგნიტუდის მიწისძვრის შედეგად, დაღუპულთა რაოდენობა 6-მდე გაიზარდა, სულ მცირე 300 ადამიანი დაშავდა.

ამის შესახებ ალბანეთის მთავრობის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველოს დირექტორმა ენდრი ფუგამ განაცხადა.

მიწისქვეშა ბიძგების ეპიცენტრი ტირანადან 30 კილომეტრის დაშორებით დაფიქსირდა.

დანგრეულია შენობები, რომლის ნანგრევებშიც, შესაძლოა, ადამიანები იმყოფებოდნენ.

მიმდინარეობს სამაშველო ოპერაცია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები