თამთა მეგრელიშვილი: არასაპარლამენტო ოპოზიცია ხელისუფლებას საარჩევნო სისტემად გერმანულ მოდელს ჯიუტად სთავაზობს მიუხედავად იმისა, რომ იგი საქართველოს მოქმედ კონსტიტუციას ეწინააღმდეგება

არასაპარლამენტო ოპოზიცია ხელისუფლებას საარჩევნო სისტემად გერმანულ მოდელს ჯიუტად სთავაზობს მიუხედავად იმისა, რომ იგი საქართველოს მოქმედ კონსტიტუციას ეწინააღმდეგება,- ამის შესახებ იურისტი თამთა მეგრელიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, ამ მექანიზმის კოპირება საქართველოს კანონმდებლობასთან წინააღმდეგობაში მოდის.

“არასაპარლამენტო ოპოზიცია ხელისუფლებას ჯიუტად საარჩევნო სისტემად გერმანული მოდელის დანერგვას სთავაზობს – მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული მოდელი წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს მოქმედ კონსტიტუციასთან. საქართველოს კონსტიტუციის მოქმედი ჩანაწერით 2020 წელს ასარჩევი პარლამენტის შემადგენლობა, პროპორციული სისტემით არჩეული 77 და მაჟორიტარული სისტემით არჩეული 73 პარლამენტის წევრით განისაზღვრება. პროპორციული სისტემის არსიდან გამომდინარე არჩევანი კეთდება პარტიულ სიებს შორის და არა კანდიდატებს შორის. გვეყოლება პროპორციული სისტემით არჩეული 77 დეპუტატი , 77 მანდატს პარტიულ სიებზე მიღებული ხმების პროპორციულად გავანაწილებთ. საყურადღებოა რომ ოპოზიციის მიერ შემოთავაზებული გერმანული მოდელის პირობებში ყველა მანდატი პროპორციული წესით ნაწილდება შესაბამისად ამ მექანიზმის კოპირება საქართველოს კანონმდებლობასთან წინააღმდეგობაში მოდის. უფრო მარტივად რომ ვთქვათ გამოდის რომ პარტიებზე პროპორციული სისტემით უნდა გავანაწილოთ ყველა, 150-ვე დეპუტატი, რაც მაჟორიტარული წესით მიკუთვნებულ 73 მანდატსაც მოიცავს. საქართველოს მოქმედი კონსტიტუციის თანახმად კი მხოლოდ 77 მანდატი უნდა განაწილდეს პროპორციული სისტემით. 150 და 77 შორის განსხვავებაა”,- წერს მეგრელიშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები