გიორგი ვაშაძე: ხვალ, პარლამენტის მშვიდობიანი პიკეტირება მოეწყობა

ხვალ, პარლამენტის მშვიდობიანი პიკეტირება მოეწყობა,- ამის შესახებ “ახალი საქართველოს“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ “ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში განაცხადა, სადაც ოპოზიციური პარტიების ლიდერები სამოქმედო გეგმებზე მსჯელობენ.
“ხვალ იცით, რომ 19:00 საათზე ვიკრიბებით რუსთაველზე, ზოგი რესპუბლიკის მოედანზე. მოეწყობა პარლამენტის მშვიდობიანი პიკეტირება. ხაზს ვუსვამ, მშვიდობიანი და არა ძალადობრივი. ეს მშვიდობიანი, არაძალადობრივი კამპანია წინააღმდეგობის გაგრძელდება იქამდე, ვიდრე “ქართული ოცნება“ არ შეისმენს ხალხის ძახილს, რომ ჩვენ გვინდა ხელისუფლების მიტაცება აღვკვეთოთ ქვეყანაში“, – განმარტა ვაშაძემ.
შეგახსენებთ, რომ ოპოზიცია და სამოქალაქო საზოგადოება პარლამენტის მიერ საარჩევნო ცვლილებასთან დაკავშირებული კანონპროექტის ჩაგდებას აპროტესტებს, რომელიც პროპორციულ სისტემაზე გადასვლას ითვალისწინებდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები