შალვა ნათელაშვილი: ვლადიმერ პუტინს საქართველოდან საოკუპაციო ჯარების გაყვანისა და მიწების დაბრუნებისკენ მოვუწოდებ

“ლეიბორისტული პარტიის” ლიდერი, შალვა ნათელაშვილი ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის დასრულებისას, რუსეთის საელჩოსთან მივიდა. მან რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინსა და უმაღლეს ხელმძღვანელობას საქართველოდან საოკუპაციო ჯარების გაყვანისკენ, მიწების დაბრუნებისკენ და საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლების მიერ დაკავებული ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლებისკენ მოუწოდა.
“მე მინდა მოვუწოდო რუსეთის პრეზიდენტს და უმაღლეს ხელმძღვანელობას გაიყვანონ თავიანთი საოკუპაციო ჯარები საქართველოდან, გაიყვანონ ბაზები, დაგვიბრუნონ ჩვენი მიწები, გაათავისუფლონ ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი, დაამთავრონ ჩვენი წამება და მერე შემოვიდნენ საქართველოში მეგობრებად, ტურისტებად, ინვესტორებად. წინააღმდეგ შემთხვევაში, მე ყველაფერს გავაკეთებ, რომ რუსეთის ფედერაციას ჩვენი ოკუპაციისთვის დაედოს საერთაშორისო სამართლებრივი სანქციები, რომ საქართველოში განლაგდეს ამერიკული სამხედრო ბაზა და მასზე განთავსდეს ატომური იარაღი იმიტომ, რომ ატომური სახელმწიფო გვებრძვის და, რომ პასუხი აგოს რუსეთის ფედერაციამ ჩადენილ ქმედებებზე სრულად”,- განმარტა ნათელაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები