ძამას ხეობაში ტყის ქვედა საფარს ცეცხლი უკიდია

ქარელის მუნუციპალიტეტში, ძამის ხეობაში ტყის ქვედა საფარს ცეცხლი უკიდია. როგორც “რეგიონულ კვირას”  გადაუდებელი სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ადგილზე ამ დროისთვის, სახანძრო-სამაშველო სამსახური მუშაობს და ცეცხლის გავრცელების საფრთხე არ არის.
,,ცეცხლი ტყის ქვედა საფარს უკიდია. ადგილზე უკვე მუშაობს 25 მეხანძრე-მაშველი. ცეცხლის გავრცელების საფრთხე არ არის. სიტუაცია სრულად კონტროლს ექვემდებარება,- განაცხადეს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები