ალეკო ელისაშვილის “სამოქალაქო მოძრაობის” წევრებსა და “ქართული ოცნების” აქტივისტებს შორის დაპირისპირება მოხდა

კახეთში, ალეკო ელისაშვილის “სამოქალაქო მოძრაობის” წევრებსა და “ქართული ოცნების” აქტივისტებს შორის დაპირისპირება მოხდა.
“სამოქალაქო მოძრაობის“ ლიდერის, ალეკო ელისაშვილის განცხადებით “ქართული ოცნების” აქტივისტები მათ გადაადგილების საშუალებას არ აძლევენ.
“ღარიბაშვილ-თამაზაშვილის და მათი ხელის ბიჭი ქიზიყის, ფეოდალი შიოლაშვილის მხილების კამპანიისთვის ვართ ჩამოსულები. ზუსტად ის მოხდა, რომ 10 ლარიანი პროვოკატორები შეკრიბეს, დაგვახვედრეს და ვითომ მაგარი ბიჭები არიან, იმათთან, რომ ქულები ჩაიწერონ ვითომ არ გვაძლევენ გადაადგილების საშუალებას”,- განმარტა ელისაშვილმა.
სახელისუფლებო გუნდის ადგილობრივმა ფრთამ ელისაშვილის ახალი კამპანია გააპროტესტა. მათ სამოქალაქო მოძრაობის წევრებს პლაკატები და ბანერები წაართვეს.
ადგილზე პოლიციაა მობილიზებული.
ალეკო ელისაშვილის და “სამოქალაქო მოძრაობის” კამპანია “ვამხილოთ ფეოდალი მაჟორიტარები”დღეს კახეთიდან იწყება. ელისაშვილი ყველა რეგიონში ჩასვლასა და ადგილობრივებთან შეხვედრას გეგმავს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები