თბილისის საკრებულოს სხდომაზე ხმაურია – გოკა გაბაშვილმა ტრიბუნას ბოქლომი დაადო

თბილისის საკრებულოს სხდომა ხმაურის ფონზე მიმდინარეობს. ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები საკრებულოს სხდომას ბოიკოტს უცხადებენ და მათი ფრაქციის თავმჯდომარის, ირაკლი ნადირაძისთვის 13-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობის შეფარდებას აპროტესტებენ.

მათი თქმით, საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე ირაკლი ნადირაძის საქმით არ ინტერესდება.

“ევროპული საქართველოს“ წევრი გოკა გაბაშვილი ტრიბუნასთან მივიდა და მას სიმბოლურად ბოქლომი დაადო.

“როცა თქვენი კოლეგები, რომელსაც ესალმებით, ხელს ართმევთ, სრულიად გაყალბებული, შეთითხნილი ბრალდებით არიან დაჭერილი, მოგეკითხათ, ერთი განცხადება მაინც გაგეკეთებინათ, მაგრამ თქვენ იცინით და დასცინით საქართველოში სამოქალაქო საზოგადოებას, ახალგაზრდებს, პოლიტიკურ პარტიებს“ ,- განაცხადა გოკა გაბაშვილმა.

საკრებულოს ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ირაკლი ნადირაძე 18 ნოემბერს, რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციის დროს დააკავეს.

ფოტო პირველი არხი 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები