გიგი უგულავა: მნიშვნელოვნად მიგვაჩნია, საზოგადოებას ავუხსნათ, თუ რა სიკეთის მოტანა შეეძლო ახალ საარჩევნო სისტემას

“ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა მიიჩნევს, რომ მათი მოვალეობაა, საზოგადოებას აუხსნან თუ რა სიკეთის მოტანა შეეძლო ახალ საარჩევნო სისტემას. გარდა ამისა მისივე თქმით, სასამართლო არ იქნება სამართლიანი, სანამ სამართლიანად არჩეული პარლამენტი არ აირჩევს მას.

„დღეს ხელისუფლების პროპაგანდა ეფუძნება იმას, ანახონ საზოგადოებას, თითქოს მთლიანად მაჟორიტარული სისტემა უფრო კარგი და უფრო მისაღებია. არ იღლებიან, ხელმოწერების შეგროვებაც დაუწყიათ.

მნიშვნელოვნად მიგვაჩნია, საზოგადოებას ავუხსნათ, რა წაართვა ივანიშვილმა, რატომ მოატყუა და რა სიკეთეების მოტანა შეუძლია სამართლიან სისტემას. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, სასამართლო არ იქნება სამართლიანი, სანამ სამართლიანად არჩეული პარლამენტი არ აირჩევს მას. ამიტომ პარლამენტის არჩევა, რომელიც არის ხელისუფლების წყარო ახალი კონსტიტუციის მიხედვით, უმნიშვნელოვანესი საფუძველია საზოგადოებაში სამართლიანობის განცდისთვის“, – განაცხადა გიგი უგულავამ.

მისივე თქმით, თუ “ქართულ ოცნებას” სურვილი ექნება, შექმნილ სიტუაციაში შეიძლება გამოსავლის პოვნა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები