საქართველოს ელჩმა ქუვეითის ემირს რწმუნებათა სიგელი გადასცა

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ქუვეითის სახელმწიფოში კონსტანტინე ჟღენტმა, ქუვეითის ემირს შეიხ საბაჰ ალ აჰმად ალ ჯაბერ ალ საბაჰს რწმუნებათა სიგელი გადასცა.

რწმუნებათა გადაცემის საზეიმო ცერემონიის შემდეგ გამართულ შეხვედრაზე ემირმა აღნიშნა, რომ ქუვეითი აფასებს ორ ქვეყანას შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთობებს და მიესალმება ქუვეითსა და საქართველოს შორის ურთიერთობების შემდგომ განვითარებას.

საქართველოს ელჩმა თავის მხრივ მადლობა გადაუხადა ქუვეითის ემირს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის.

ქუვეითის ემირმა საქართველოს ახლად დანიშნულ ელჩს მომავალ დიპლომატიურ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები