მამუკა მდინარაძის მაჟორიტარული ბიუროსთვის ბოქლომის დადების მცდელობას ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა

დიდ დიღომში, ფრაქცია “ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის მაჟორიტარული ბიუროს ოფისის კარზე “ევროპული საქართველოს“ წევრები და მათი მხარდამჭერები ბოქლომის დადებას ცდილობდნენ.

მათ პოლიციამ და ადგილზე შეკრებილმა მმართველი გუნდის მხარდამჭერებმა ამის საშუალება არ მისცეს, რასაც როგორც სიტყვიერი, ისე ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა.

დაძაბულობა სამართალდამცველების ჩარევის შედეგად განიმუხტა. ადგილზე ამ დრომდე რჩება პოლიცია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები